
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის სერვისებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვგორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის სერვისებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200 - მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს.
რებ 200 - მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს.
პროექტის მიზანია, მოვლაზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
პროექტის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები და შშმ პირები არიან.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა, მათი პერსონალური მოვლა, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება, ადვოკატირება - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქველმოქმედო ფონდის გორის ორგანიზაცია პროექტის მოსარგებლეებისათვის ახორციელებს.
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს.
0
0