15/12/2021
11:19
ეკონომიკა
2021 წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 224.2 ლარი იყო, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 0.5 თეთრით შემცირდა, ჯამში კი 223.7 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში 0.4 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.1 ლარს შეადგენს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
0
0