21/02/2022
11:38
ეკონომიკა
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე მთლიანი ექსპორტის 69.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.1 პროცენტით გაიზარდა და 231.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 84.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ბულგარეთი (ლ- 49.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 35.0 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 26.2 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 66.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 17.6 მლნ. აშშ დოლარით.
0
0