საქსტატი - სექტემბერში ყველაზე მეტად ზეთი და ბოსტნეული გაძვირდა
04/10/2021
11:44
ეკონომიკა
A-
+A
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა.
საქსტატის ცნობოთ, აგვისტოში, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 40.7 პროცენტით ზეთი და ცხიმი გაძვირდა. 38.2 პროცენტით გაიზარდა ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 17.1 პროცენტით არის ფასები მომატებული რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ხოლო 16.6 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული.
რაც შეეხება პურსა და პურპროდუქტებს, აქ ფასების 13.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.6 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო თევზეული – 11.5 პროცენტით. 10.4 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. აგვისტოში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 12.8 პროცენტი იყო. სექტემბერში მცირედით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა
0
0
154785
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%