
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები 20.5 პროცენტითაა მომატებული თევზეულზე, ხილი და ყურძენი 16.9 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 14.3 პროცენტით გაძვირდა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 10.2 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.7 პროცენტით.
ფასებმა 9.4 პროცენტით მოიმატა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე კი – 8.8 პროცენტით. ზეთი და ცხიმი 8.7 პროცენტით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი – 8.6 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები კი 6.8 პროცენტითაა გაძვირებული.
„ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 9.0 პროცენტით მომატებულია საავადმყოფოების მომსახურებაზე, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 8.3 პროცენტით გაძვირდა, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება კი 7.7 პროცენტით.
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.2 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.2 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (6.6 პროცენტი)“ – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
0
0