
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 14.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 14.2 პროცენტით მეტი, 4.2 მილიონი მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 14.0 პროცენტით მეტი, 4.3 მილიონი მგზავრი.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 33.6 ათასი შეადგინა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 39.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.9 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.1 პროცენტი — გაგზავნილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებში 3.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 77.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამასთან, გასულ წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 740.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 154.1 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 42.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.
2025 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 62 ერთეული საჰაერო ხომალდი, რომელთა 77.4 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 22.6 პროცენტს — სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 72.9 პროცენტს 50 ან ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.4 პროცენტს — 51-150 ადგილი, ხოლო 16.7 პროცენტი იყო 151-250 ან მეტი ადგილით.
2025 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 59 გამშვები პუნქტი, 26 სამგზავრო გასასვლელი და 2.5 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.
0
0