
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში 53 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 42 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 7 – თოჯინების, 2 – ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა თეატრი. თეატრების უმრავლესობა – 54.7 პროცენტი ფუნქციონირებდა თბილისში, 13.2 პროცენტი – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.1 პროცენტი სხვა რეგიონებში.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს ქვეყანაში 4.4 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 130 იყო ქალაქის გარეთ გასვლითი. საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 153 ერთეული შეადგინა. 2025 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 9.8 პროცენტით შემცირდა და 4 073 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ნახევარზე მეტი, 70.4 პროცენტი თბილისში ჩატარდა.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტით შემცირდა და 620.3 ათასი შეადგინა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი, 66.3 პროცენტიანი მაჩვენებლით გამოირჩეოდა თბილისი, ხოლო მეორე ადგილზეა იმერეთი 9.6 პროცენტიანი მაჩვენებლით.
2025 წელს საქართველოში 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 104 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 74 ერთეული – ისტორიულს, 23 ერთეული – ხელოვნების, 13 ერთეული – მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული – ლიტერატურულს, ხოლო 45 – სხვა სახის მუზეუმს.
საქსტატის ცნობით, გასულ წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა თბილისში (22.6%). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.3%) და კახეთის (14.2%) რეგიონებია.
საანგარიშო პერიოდში, მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 2.0 მლნ. კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 7.7 ათასი დამთვალიერებელი მოდის.
2025 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 0.9 პროცენტით შემცირდა და 44.6 ათასი შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა – 7.1 პროცენტით გაიზარდა და 1 006 ერთეული იყო.
0
0
ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
12/06/2026