
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, ხოლო 1 426-ს შეუწყდა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე მეტი – 1 393 ადამიანი, ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რუსეთის ფედერაციიდან იყო. 296-მა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა გერმანიიდან, უკრაინიდან – 114-მა პირმა, სომხეთიდან – 104-მა პირმა, აშშ-დან კი 81-მა პირმა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, 2025 წელს ამის იურიდიულ საფუძველს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა. საქსტატის ინფორმაციით, 1 426 პირიდან, ვისაც გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, 639-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეობაც 209 პირმა მიიღო და მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ, მესამე პოზიციას კი თურქეთი იკავებს 121 პირით.
0
0