17/02/2022
20:52
პოლიტიკა
]კობახიძის თქმით, პირობითად, დაფინანსების კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.
„პირადზე არ არის საუბარი. საქმე ეხება კავშირს გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. აქ არის გარკვეული ნიუანსები, გარკვეული დეტალები, რასაც შეიძლება, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი. მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი და დავასახელოთ ეს დეტალები, რომ გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი. მაგალითად, როგორ, როდის იღებდა, რისთვის. პირობითად ვამბობ ამ ყველაფერს, დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. წარმოიდგინეთ, რომ ამ დაფინანსების დეტალები ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან საინტერესო საზოგადოებისთვის, ასეტი ტიპის ინფორმაცია შეიძლება, მოგვიანებით გავუზიაროთ ჩვენ საზოგადოებას.
მხოლოდ მე არ ვიცი, არიან კონკრეტული პირები, რომლებსაც ასევე აქვთ ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ვიწრო წრეზეა საუბარი, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია. მოგვიანებით, ბუნებრივია, მთელი საზოგადოებისთვის გავასაჯაროვებთ ამ ინფორმაციას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის განმარტებით, „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის ალიანსი უკვე დღის შუქზეა გამოტანილი, მათ შორის იმ რამდენიმე კოალიციით, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
„იცით, ერთ-ერთი არის რუსთავი. რუსთავში შეიქმნა კოალიცია „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას თანამონაწილეობით. ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნებამდე, რომ მჭიდრო ალიანსი არსებობდა, ეს თვითონვე დაადასტურეს „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით“.
„ჩემს განცხადებას ახლა არ ვაკონკრეტებ, რადგან როცა გარკვეული უხერხულობა მოიხსნება, ვიტყვი. ახლა რომ ვთქვა, მაშინ ყველაფერი უნდა ვთქვა. მგონია, რომ საზოგადოებამ დეტალებზე უნდა იცოდეს სრული სიმართლე. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვამბობ, მაგრამ მინიმუმ უაღრესად საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ვიტყვი“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
0
0