20/06/2023
14:40
პოლიტიკა
ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.
ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა თავდამსხმელმა დედის გინების გარდა არაფერი იცოდა და ვერც ერთი სიტყვა ვერ თქვა გამართულად.
„როდესაც მანქანისკენ მივდიოდი ახალგაზრდა კაცი ამედევნა, დაიწყო დედის გინება, შენობით ლაპარაკი. დედის გინების გარდა ვერცერთი სიტყვა ვერ თქვა გამართულად, საერთოდ მოუმზადებელი ახალგაზრდა იყო. არ ვაპირებდი გაჩერებას, მაგრამ მიბრძანა, რომ უნდა გავრჩერებულიყავი და მესმინა. სათქმელი არაფერი ჰქონდა. ერეკლე არ დავიწყებია.
ერეკლესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, ისე ხატავენ, თითქოს გამოვედი და ერეკლეს ვაგინე, არა, მე ვთქვი, საქართველოს წინააღმდეგ ვინც ხმას ამოიღებს ყველა მოღალატეამეთქი. საქართველოზე მაღლა ერეკლე კი არა არავინ არ დგას, რად უნდა მას ბევრი ლაპარაკი. რამ გააღიზიანა ეს კონკრეტული ახალგაზრდა კაცი არ ვიცი. საქართველო არის უმაღლესი ღირებულება. რამდენჯერაც დამხვდება ასეთი მოუმზადებელი ახალგაზრდა კადრი, იმდენად დამთავრდება მათთვის ცუდად. კვერცხი მესროლა, მაგრამ ამაცილა იმიტომ, რომ მასაც ცოდნა უნდა. არ ჰყავთ ისეთი კადრები, რომელსაც ქვის სროლა ან კვერცხის სროლა შეეძლებათ“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
0
0