19/12/2024
00:12
პოლიტიკა
მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
პატელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 4-5 კვირაში „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.
"4-5 კვირა დიდი დროა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 4-5 კვირაში. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი გარკვეული სივრცე და ამის მთავარი არსია ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მანამდე განაცხადა, ჩვენ დამატებით ქმედებებს ვამზადებთ, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ პირებმა, ვინც, ჩვენი აზრით, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.
0
0