
ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოსთვის, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი, ეს მკაფიო გზავნილი უნდა გავაგზავნოთ დღესვე, ვიდრე გვიანი იქნება, – ამის შესახებ „მწვანეების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.
ლაგოდინსკი ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც სტრასბურგში Renew Europe-ის პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და რომელზეც ყარა-მურზას, გორინოვისა და სააკაშვილის შესახებ ისაუბრეს.
„რაც შეეხება ჩვენს მეგობრებს საქართველოში, ჩვენ გვაქვს სხვა გზები, რათა მოვახდინოთ ზეწოლა და ყველაფერი უნდა იყოს მკაფიო. ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოსთვის, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი. ეს მკაფიო გზავნილი უნდა გავაგზავნოთ დღესვე, ვიდრე ეს გვიანი იქნება“, – აღნიშნა ლაგოდინსკიმ.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025