
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს აცნობს.
სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში უწევს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.
„საქართველოსთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან უწყებათშორის კოორდინაციას და უსაფრთხოების სფეროში მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დეესკალაციასა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლს და მის მნიშვნელობას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
0
0