
„ნატოში გასაწევრიანებლად საქართველომ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას, საუბარია რეფორმებზე“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს.
„მესიჯი ვილნიუსის სამიტიდან, ძალიან მკაფიო იყო, რაც გულისხმობდა იმას, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება. გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ეს ნაბიჯები უნდა იყოს მკაფიო, საუბარია რეფორმებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, საიმისოდ, რომ საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა.
ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. რეფორმების გასატარებლად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება-სურვილია საჭირო“, - აცხადებს კელი დეგნანი.
0
0