
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 943.1 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 572.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 480.7 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ – 1 801.0 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 1 779.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 225.1 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 728.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 239.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 172.0 მლნ. აშშ დოლარით.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 422.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 846.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ხელით შესრულებული ნახატები და პასტელები 481.4 მლნ. აშშ დოლარით.
0
0