06/06/2022
11:19
სპორტი
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი, იასენ პეტროვი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული გამოცემა „ტრუდი“ ავრცელებს.
„ტრუდის“ ცნობით, მის ადგილს დროებით ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ტექნიკური დირექტორი გეორგი ივანოვი დაიკავებს, რომელიც გუნდს გიბრალტართან და საქართველოსთან მომავალ ორ მატჩში უხელმძღვანელებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ამ შეხვედრაზე ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა. ისინი არ იმსახურებდნენ იმას, რაც დღეს ნახეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ბოლო მატჩია, როგორც ნაკრების მწვრთნელის.
ცხადია, მორალური უფლება არ მაქვს, რომ პოსტზე დავრჩე. ვფიქრობ, დავშორდებით, რაც საკმაოდ ნორმალურია. ვიმედოვნებ, რომ სხვა ვინც მოვა, შეძლებს ბიჭების მოტივაცია მისცეს. კიდევ ერთხელ ვამბობ – მორალური უფლება არ მაქვს დავრჩე“, – განაცხადა პეტროვმა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრები გასვლაზე 5-2 გაანადგურა.
0
0