04/11/2025
09:53

დღეს, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება. 2025 წლის გაფართოების პაკეტს ევროკომისარი მარტა კოსი საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს წარუდგენს. გაიმართება დებატებიც.
ევროპარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე.
კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით.
მმართველ გუნდში მორიგი სუბიექტური დოკუმენტის გამოქვეყნებას ელოდებიან და აცხადებენ, რომ ანტიქართული განწყობით სავსე ევრობიუროკრატებისგან, პოზიტიურს არაფერს არ ელიან.
0
0
მოლდოვის სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს
02/12/2025