30/12/2024
15:35
საზოგადოება
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორნოგრაფიული საიტი, Pornhub-ი ყოველი წლის დეკემბერში შემაჯამებელ სატატისტიკას აქვეყნებს - აღნიშნული "ტრადიცია", პორნოსაიტმა 2013 წლიდან დაიწყო სადაც ის ერთიანად, დამუშავებული ფორმით აწვდის მკითხველს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ან ინარჩუნებს მისი აუდიტორია სამომხმარებლო ტენდენციებს წლის მანძილზე.
საიტის 11 წლიანი სტატისტიკური ანგარიშების ისტორიაში, საქართველო პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ამ წელს, საქართველოდან პორნოსაიტზე შემავალი ტრაფიკი (ამ შემთხვევაში, ქართველი მომხმარებლის მიერ საიტზე გატარებული დრო) ჯამში 7 წუთსა და 11 წამს შეადგენდა, რამაც სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანა "უმოკლესი ხანგრძლივობის" სეგმენტში შეიყვანა.
(Pornhub-ის 2015 წლის ანგარიშიდან)
რაც შეეხება პორნო კატეგორიებისადმი მოთხოვნის ზრდას - 2016 წელს ჩვენი ქვეყანა პირველად გამოჩნდა Pornhub-ის რუკაზე.
2016-2017-2018-2019-2021-2022 წლების მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი, ლესბოსური პორნო იყო.
ასევე, 2016 წელს საიტმა ქალი მომხმარებლების ზრდა დააფიქსირა - ზრდის ნიშნული ჯამში 50%-ს შეადგენს, რის პარალელურადაც საქართველო მაღალ კოეფიციენტურ ზონაშია დაფიქსირებული.
0
0