
საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდიუსერების საქმიანი ტური გაიმართა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო.
დელეგაციის შემადგენლობაში იყო ბრიტანული კომპანიის, Sankara Pictures-ის წარმომადგენელი გარეთ ფრიჩარდი, რომლის კომპანია საქართველოში ორი კინოპროექტის განხორციელებას განიხილავს.
„საქართველოს შესახებ ჩემი კოლეგისგან შევიტყე, რომელმაც თქვენს ქვეყანაში სამი წლის წინ ფილმი გადაიღო. მან მირჩია, მენახა საქართველო. აქ ყველაფერია, რაც ნებისმიერ გადამღებ ჯგუფს სჭირდება, მათ შორის, შესანიშნავი გადასაღები ადგილები. სხვათაშორის, ვიპოვე ლოკაცია, რომელიც არაჩვეულებრივი იქნება ჩვენი ახალი ფილმისთვის, რომლის გადაღებასაც მომავალ წელს ვგეგმავთ. ფილმის რეჟისორს უკვე მივწერე და ვუთხარი, რომ ეს ის ადგილია, რომელსაც ვეძებდით“, – აღნიშნა გარეთ ფრიჩარდმა.
აღსანიშნავია, რომ „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა კი 200 მლნ ლარს აღემატება.
0
0