29/03/2024
15:55
საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში 1 აპრილამდე თბილი, უნალექო და ზოგან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში ჰაერი +20, +27 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტსა და 1 აპრილს უნალექო ამინდი იქნება.
დედაქალაქში - 30-31 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +23, +27 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +18, +24 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდი იქნება - ჰაერის ტემპერატურა დღისით +17,+24 გრადუსი დაფიქსირდება.
0
0