საქართველოში სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა - რეგისტრირებულია 3036 სუროგატი დედა
12/12/2023
10:03
მედიცინა
A-
+A
ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2012 წლიდან დღემდე, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებიდან 54 მკვდრადშობილი იყო.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სუროგაციის გზით ყველაზე მეტი ბავშვი - 933, 2023 წლის 11 თვეში დაიბადა, მათ შორის 4 მკვდრადშობილია. 2022 წელს სულ 838 ბავშვია დაბადებული, 2021 წელს კი სუროგაციის გზით 318 ახალშობილი გაჩნდა.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მონაცემები სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ეყრდნობა.
0
0
845
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%