იტალიის ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს შეფასებით, საქართველოში საარჩევნოდ პროცესების ორგანიზება ძალიან კარგად მიმდინარეობს.
ელჩი დარწმუნებულია, რომ არჩევნების ორგანიზება საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, მონაწილეობა მიიღოს მასში და დემოკრატიულად გამოხატონ საკუთარი არჩევანი.
„ეს არის პროცესი, რომელიც ქართველებმა უნდა განახორციელონ. პროცესის ორგანიზება ამ დროისთვის ძალიან კარგად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, არჩევნების მიმართ დიდი ყურადღება იქნება ევროკავშირისგან, წევრი ქვეყნებისგან, საერთაშორისო მხარეებისგან, ოდირისგან და სადამკვირვებლო მისიებისგან. ამ არჩევნებზე პირველად იქნება ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი, რომელიც არჩევნების ჩატარების მოწინავე მეთოდია. დარწმუნებული ვარ, არჩევნების ორგანიზება საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, მონაწილეობა მიიღოს მასში და დემოკრატიულად გამოხატონ საკუთარი არჩევანი. რა შედეგიც უნდა იყოს და ვინც უნდა გაიმარჯვოს, საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირი და იტალია მზად არის, ითანამშრომლოს გამარჯვებულ მთავრობასთან“, - განაცხადა მასიმილიანო დ’ანტუონომ.
0
0