02/10/2021
20:00
არჩევნები 2021
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში ჯამში 3 664 საარჩევნო უბანი მოქმედებს. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მოქმედებს 70 უბანი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი.
არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.
საარჩევნო პროცესს აშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.
0
0