
დიმიტრი ოლისოვი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე ოლისოვი დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტში განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.
2002 წლიდან მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ - რუსეთის გენერალურ საკონსულოში ლიეპაიაში, ლატვიაში, რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში ევროკავშირსა და ევრატომში ბრიუსელში და რუსეთის საელჩოში გერმანიაში.
2021 წლიდან რუსეთის ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას დიმიტრი ტროფიმოვი იკავებდა. დანიშვნამდე, ის, ოლისოვის მსგავსად, მუშაობდა დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტში (ის დირექტორის მოადგილე იყო), წერს RBC.
0
0