28/03/2022
13:03
პოლიტიკა
„საქართველოს ფინანსური სისტემა დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ამ კუთხით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, სადაც გამორიცხულია მსგავსი ტრანზაქციები და რისკი. გეტყვით რატომ. იმიტომ რომ საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ქვეყანაში არაკანონიერი შემოსავლის ბრუნვის პრევენციას აკეთებს. არსებობს რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობისა და მონიტორინგის სისტემა, მათ შორის ფულადი ნაკადების მიმოსვლასთან დაკავშირებით, რასაც მკაფიო ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკი და შესაბამისი სტრუქტურები. საქართველოს საბანკო სისტემა პასუხისმგებლიანი და მეტსაც ვიტყვი, ერთ-ერთი მოწინავეა გამჭვირვალობის კუთხით, იმიტომ რომ ყველა ძირითად მაკონტროლებელი ინსტრუმენტი, რომელიც ბანკებს უნდა ჰქონდეს, დანერგილია“, - განაცხადა დავითიშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს ამ კუთხით საერთაშორისო მარეგულირებლებისგან შენიშვნა არასოდეს მიუღია, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ამ მხრივ ხარვეზები არაერთხელ დაფიქსირებულა.
0
0