
„მოკლედ, საქართველოს და ქართველების სალანძღავად ამ ბოლო დროს ბევრმა მოიცალა. საქართველოში წლობით მცხოვრებმა ბიზნესმენმა ფადი ასლიმ, რომელიც ამ ქვეყანამ ისე მიიღო, როგორც მის კულტურას და ტრადიციებს ეკადრებოდა, ამ ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა ისე გააღიზიანა, რომ ის ქართველები (47%), ვინც მისთვის მიუღებელი არჩევანი გააკეთა, ჰომოფობები და კორუფციონერები გამოიყვანა. თან პირობა დადო რომ აწი ხმას აღარ ამოიღებდა, მაგრამ ეტყობა ამოაღებინეს. ისევ დაიწყო ტრადიციული წუწუნი ბიზნესგარემოზე. არადა, საქართველოში რომ ბიზნესს მართლაც ატერორებდნენ, თან უსასტიკესი მეთოდებით, ფადი ასლი დუმდა. ეტყობა ან გარიგებაში იყო მაშინდელ ხელისუფლებასთან, ან უბრალოდ ეშინოდა. ხმა ამოიღო მაშინ, როდესაც 2012 წლის მერე შიშის სინდრომი მოეხსნა, მასაც და ბევრს. საქართველოში ბიზნესის კეთება მისთვის და სხვა უცხოელი ბიზნესმენისთვის შეუძლებელი რომ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, გაჩერდებოდნენ აქ თუნდაც ერთი დღე? ფადიმ ეტყობა გადაწყვიტა იმ ანსამბლში ჩაეწეროს, დღეს რომ პირები აქვთ დაღებული. არ გამიკვირდება თუ მალე რუსთავის ციხესთან ვიხილავთ მიშას სურათი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
0
0