საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ IV კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2023 წლის IVკვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის (გასვლის) ოდენობა შეადგენს 1 533 655-ს, ხოლო გადმოკვეთის (შემოსვლის) ოდენობა კი 1 563 549-ს ანუ 2023 წლის III კვარტალის ბოლოს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა IV კვარტალის ბოლოსთვის გაიზარდა 29 894-ით.
2023 წლის განმავლობაში უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის (გასვლის) ოდენობამ შეადგინა 7 150 709, ხოლო საზღვრის გადმოკვეთის (შემოსვლის) ოდენობამ კი 7 157 742 ანუ 2023 წელს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წლის ბოლოსთან არსებულ ოდენობასთან შედარებით გაიზარდა 7 033-ით.
2023 წლის IV კვარტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის (გასვლის) ოდენობამ შეადგინა 359 030, ხოლო გადმოკვეთის (შემოსვლის) ოდენობამ კი 340 050 ანუ 2023 წლის III კვარტალში საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა რაოდენობა 2023 წლის III კვარტალთან შედარებით შემცირდა 18 980-ით.
სულ, 2023 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ოდენობამ შეადგინა 1 887 223, ხოლო საზღვრის გადმოკვეთის ოდენობამ კი 1 856 237 ანუ 2023 წელს საქართველოში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წლის ბოლოსთან შედარებით შემცირებულია 30 986-ით.
2022 წელთან შედარებით 2023 წელს შემცირდა მოქალაქეთა რაოდენობა:
რუსეთიდან - 30 986-ით
უკრაინიდან - 3 989-ით
ბელარუსიდან - 1 999-ით
2022 წელთან შედარებით 2023 წელს გაიზარდა მოქალაქეთა რაოდენობა:
თურქეთიდან - 18 883-ით
ინდოეთიდან - 7 209-ით
სომხეთიდან - 5 859-ით
აზერბაიჯანიდან - 3 709-ით
იორდანიიდან - 2 104-ით
0
0