08/11/2021
14:08
საზოგადოება
მისი თქმით, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
„პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი არეალი. რას ნიშნავს მწვანე პასპორტი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მინდა, განმარტება მინდა გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0