
რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი-პროპაგანდისტი, ტელეკომპანია Russia Today-ის დირექტორი მარგარიტა სიმონიანი თბილისში 7 მარტს მომხდარ მოვლენებს საკუთარ ინტერნეტ-არხზე ეხმაურება. ინფორმაციას tlgrm.ru ავრცელებს.
„ერთსა და იმავე დღეს თბილისში წყლის ჭავლით მომიტინგეებს არბევდნენ, ხოლო ისრაელი მეზობელ სირიას ბომბავდა. მაგრამ თქვენ ხომ არ შეგიძლიათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც თავის მეზობლებს ბომბავს და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს“, - წერს სიმონიანი და ამატებს, რომ ამ ორი პრინციპის დარღვევისას საუბარი კვლავ მხოლოდ რუსეთზე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.
საკანონმდებლო ორგანოსთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
„მონებო“, „რუსებო“, „პუტინისტებო“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მათ წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მიმდინარეობის პერიოდში ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
შსს ინფორმაციით, 7 მარტს გამართულ აქციაზე 66 პირი დააკავეს.
0
0