საქართველოში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და მე ყველას ვთხოვ, მათ შორის ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აყოლილია „ნაცმოძრაობას“ - ნუ გახდებით ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები - მდინარაძე
A-
+A

პროვოკაციებს უპირისპირდება ის გეგმა, რომელსაც მშვიდობიანი, სამშვიდობო გეგმა ჰქვია. გეგმა, რომლის მიხედვითაც ერთის მხრივ საქართველო მხარს უჭერს ყველას საერთაშორისო პოლიტიკური პლატფორმიდან უკრაინას და მეორეს მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დაუშვას ომი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. მან ყველას მოუწოდა, რომ „არ გახდნენ ამ ომის ჯარისკაცები“.
„მიმდინარეობს ჰიბრიდული ცივი ომი. ეს ისტორიას დარჩება, რომ ჰიბრიდული ომი საქართველოში მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად. მე ყველას ვთხოვ, მათ შორის ოპოზიციას, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აყოლილია ნაცმოძრაობას, ნაცმოძრაობის ტელევიზიას, რომ ნუ გახდებით ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები. საქართველოში ჩვეულებრივი ომია, ჰიბრიდული ომი, ცივი ომი. ამ ომის ჯარისკაცები არ უნდა გახდეთ და ეს იქნება საქართველოსთვის გაკეთებული საქმე, თუ ამას შეძლებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0
359
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%