11/03/2022
13:41
პოლიტიკა
მისივე თქმით, საქართველოს აქვს სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„უკრაინაში ცხელი ომი მიდის და ჩვენ რასაც ვხედავთ, სამწუხაროდ, საქართველოში მიდის ჰიბრიდული ომი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვხედავთ. ვხედავთ ოპოზიციის ჩართულობას იმაში, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტირება. სამწუხაროდ, ისინი იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ხელისუფლების დისკრედიტირებით ქვეყნის დისკრედიტირებასაც ახდენენ. ეს სამწუხარო ომია, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას გამოუცხადეს. ვხედავთ ჩვენ ამას, მათ შორის, სხვადასხვა მოცემულობის წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტირება მოხდეს.
რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, საქართველოს აქვს სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ეს არის ყველა ფორუმზე გაცხადებული. ჩვენი პოზიცია, რაც ამ ომს შეეხება და ამ ომში ვინ სად დგას, გამოხატულია ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის თანაავტორობაში. ამაზე ცხადი პოზიცია არ არსებობს და ასევე, იცით, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ევროსაბჭოდან. ასე რომ, საერთაშორისო ფორმატებში ეს არის სრულად გამოხატული. იცით, რომ საქართველო ჰუმანიტარული დახმარების კუთხით არის სრულად სოლიდარული. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერასა და ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ქართველი ჟურნალისტის კითხვისა და კითხვაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის პასუხის შეფასებას, პაპუაშვილის განცხადებით, „სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოს უფრო მეტი პატრიოტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი ოპოზიციის მედია“.
0
0