05/02/2022
10:04
COVID-19
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 295 505.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.16% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.28%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 071 560.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 174 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა, აჭარა - 2 207, იმერეთი - 3 566, ქვემო ქართლი - 1 379, შიდა ქართლი - 1 050, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 611, კახეთი - 1 014, მცხეთა-მთიანეთი - 497, სამცხე-ჯავახეთი - 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 122.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 208 745 საიდანაც:
5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 347, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 234.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 პირი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 146, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 44, იმერეთში - 27.
1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 - თბილისში, 549 - აჭარაში.
200 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.
0
0