
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობის" განცხადება, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ახლად მიღებული კანონების გამო.
საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო დროს მიღებული ცვლილებები, მათ შორის, გრანტების კანონი, რომლითაც არასამთავრობოებს უცხოური დაფინანსებისთვის მთავრობის თანხმობა სჭირდებათ, ახალი სამიზნეა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და არღვევს დემოკრატიის პრინციპებს.
ორგანიზაციის შეფასებებს იზიარებს ოპოზიცია.
"საერთაშორისო გამჭივრვალობას" გერმანიაში არა მგონია ის პრობლემები და დაბრკოლებები ჰქონდეს, ირონიით ვიძახი, რაც აქვთ საქართველოში. იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლების დეკლარირებული კურსი არის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა. საუბარი და შედარება გერმანიასთან არის უბრალოდ არაადეკვატური", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025