
რუსეთის მოქალაქეებისთვის ივლისში დასასვენებელ ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის საქართველო ტოპ-10-ეულშია და მეექვსე ადგილს იკავებს. ამის შესახებ მოგზაურობის დაგეგმვის რუსულ სერვის OneTwoTrip-ის კვლევის შედეგებში წერია, რასაც TASS ავრცელებს.
კერძოდ, კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ სასტუმროების მთლიან დაჯავშნებში საქართველოს წილი 5.5%-ია. ამასთან, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ივლისში რუსების მხრიდან სასტუმროების ჯავშნები 25%-ით გაიზარდა.
ამავე კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისთვის ივლისის ყველაზე პოპულარული მიმართულება იტალია აღმოჩნდა. ქვეყნების ტოპ-10-ეული ასეთია:
- იტალია - საზღვარგარეთ სასტუმროების მთლიანი დაჯავშნების 9.2%;
- საფრანგეთი - 8.1%;
- ბელარუსი - 8%;
- ესპანეთი - 7%;
- ჩინეთი - 6.4%;
- საქართველო - 5.5%;
- ყაზახეთი - 4.5%;
- არაბთა გაერთიანებული საემიროები - 4.4%;
- თურქეთი - 4.3%;
- სომხეთი - 4.1%.
საქართველოს მსგავსად, დასვენების მიმართ რუსი ტურისტების ინტერესი შესამჩნევად გაიზარდა ბელარუსში, ესპანეთში, ჩინეთსა და ყაზახეთში. ყველა ამ ქვეყანაში 2025 წლის ივლისში 25%-ით მეტი სასტუმროს ჯავშნები შესრულდა.
OneTwoTrip-ის მონაცემებით, ივლისში რუსები საზღვარგარეთ მთელი ოჯახით უფრო მოგზაურობდნენ. კერძოდ, უცხოური დაჯავშნების 15.9%-ში ბავშვები შედიოდნენ. მათი წილი წლის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა.
ამასთან, გასული წლის ივლისთან შედარებით რუსებს შორის საზღვარგარეთ მოგზაურობის ხანგრძლივობა შემცირდა: უცხოეთში სასტუმროები, საშუალოდ, 3.9 დღით იჯავშნებოდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 4.5 დღეს შეადგენდა.
0
0