საქართველოში იმპორტირებული პომიდვრის 99% თურქეთიდან შემოდის
01/09/2024
11:09
ეკონომიკა
A-
+A
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში პომიდვრის იმპორტი 50%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის შვიდ თვეში 8.06 მილიონ დოლარზე მეტის პომიდორი შემოვიდა, წელს იმავე პერიოდში კი 12.1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების.
გასულ წელს ქვეყანას 1 კგ-ის იმპორტი საშუალოდ 42 ცენტი უჯდებოდა, წელს კი საიმპორტო ფასი 60 ცენტამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პომიდვრის იმპორტი 43%-ით გაუძვირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს იმპორტირებული პომიდვრის უდიდესი ნაწილი თურქეთიდან შემოვიდა. უფრო კონკრეტულად, თურქეთის წილი პომიდვრის იმპორტში 99%-ს აჭარბებდა.
უფრო კონკრეტულად, ქვეყნები, საიდანაც პომიდვრის იმპორტი განხორციელდა ასე გამოიუყურება:
- თურქეთი - 12.06 მილიონი დოლარის 19 953 ტონა;
- აზერბაიჯანი - 47.6 ათასი დოლარის 57 ტონა;
- ირანი - 6.9 ათასი დოლარის 19 ტონა;
- საფრანგეთი - 200 დოლარის 20 კგ;
- ნიდერლანდები - 40 დოლარის 20 კგ.
0
0
162
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%