
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან მოგვაგონებს კიევის „მაიდანს“, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ შექმნილი ვითარება მხოლოდ საბაბი იყო ხელისუფლების ძალით შეცვლის მცდელობის დასაწყებად. ამის შესახებ პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ძალიან წააგავს კიევის მაიდანს. ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას ბიუჯეტის მხოლოდ 20%-ის ოდენობით, საბაბი იყო, რომ დაწყებულიყო, ზოგადად, ძალაუფლების ძალით შეცვლის მცდელობა“ - განაცხადა მან.
ლავროვმა ევროკავშირის ჟოზეფ ბორელის განცხადებებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე თვალთმაქცობა უწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რიგ ქვეყანაში არსებობს იგივე ნორმები, ბევრად უფრო სასტიკი ნორმები ერთსა და იმავე თემაზე <...>, ბატონმა ბორელმა თვალის დახუჭვის გარეშე განაცხადა, რომ კანონი "ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ფარისევლობაა, რა თქმა უნდა, აშკარაა", - განაცხადა ლავროვმა.
0
0