
ნატო-ს გაფართოება აშშ-ის გრძელვადიანი გეგმის ნაწილი იყო, მათ შორის ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღებაც, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით – „მშვიდობის გეოპოლიტიკა“ განაცხადა.
მისივე თქმით, 2007 წელს პუტინი მიუნხენის კონფერენციაზე გამოვიდა მოწოდებით, რომ ნატო-ს გაფართოება შეჩერდეს, თუმცა ეს პროცესი მაინც გაგრძელდა.
„2008 წლის მაისში მოვუსმინე ბატონ სააკაშვილს ნიუ იორკში და ვთქვი, რომ ეს კაცი შეშლილია. რამდენიმე თვის შემდეგ ომი დაიწყო, რადგან აშშ-მა უთხრა სააკაშვილს: „ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს“, და შემდეგ ის გამოდის სიტყვით საგარეო ურთიერთობათა საბჭოში და ამბობს, რომ საქართველო ევროპის შუაგულშია. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ასე არ არის. ის არ არის ევროპის ცენტრში. უკანასკნელი მოვლენები არ არის სასარგებლო საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის. ევროპარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები რომ ჩადიან საქართველოში, ეს ანგრევს საქართველოს“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.
0
0