![main-img](https://spnews.io/storage/12669/conversions/კოვიდი-share.jpg)
საქართველოში დღეს არ არის კოვიდის ვაქცინის არცერთი დოზა. არსებული ინფორმაციით, ვაქცინებს (Pfizer-ი, Sinovac-ი, Sinopharm-ი) ვადა გაუვიდა და ჩამოწერეს. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.
"ვაქცინების საჭიროება არის, რა თქმა უნდა. მე რატომ მეკითხებით, რატომ არ არის?! ეს უნდა ჰკითხოთ სამინისტროს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს... ვაქცინის საჭიროებას ვხედავ, მით უფრო, მატებაა ახლა მთელ მსოფლიოში", - უთხრა “რადიო თავისუფლებას” თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ და აშშ-ზე გაამახვილა ყურადღება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე მოქალაქეებს უდასტურებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა აღარ არის დარჩენილი.
"როგორც გვაქვს ინფორმაცია, ვაქცინა აღარაა. ვადა გაუვიდა და ჩამოიწერა... ერთი დოზა [მაინც] რომ იყოს დარჩენილი, გამოჩნდებოდა ელექტრონულ პროგრამაში", - ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დარეკვისას.
0
0