12/12/2022
13:28
პოლიტიკა
საქართველოში ბიზნესმენების 90% „ქართული ოცნების“ შემომწირველია იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა დაამყარა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობდა იმაზე, რომ ნოშრევან ნამორაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველია, სპორტის უნივერსიტეტი შეიძინა.
კახა კალაძის თქმით, საქართველოში აღარ დაბრუნდება დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აშანტაჟებდნენ.
„საქართველოში ბიზნესმენების 90% „ქართული ოცნების“ შემომწირველია იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" ის პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა დაამყარა. ჩვენ გვახსოვს წლები, როგორ ეპყრობოდნენ ბიზნესმენებს, როგორი დამოკიდებულება იყო მათ მიმართ. პირდაპირ ძარცვავდნენ, ატერორებდნენ, თავიანთ ბიზნესებს სხვადასხვა ადამიანებზე აფორმებინებდნენ. ჩვენ ეს დრო, საბედნიეროდ, წარსულს ჩავაბარეთ და საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აშანტაჟებდნენ", - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0