
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მტკიცე ნებას, განახორციელოს ინვესტიციები მდგრად ინიციატივებში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აშშ-სა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე, საიმედო მხარდამჭერია.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე თქვენთან ერთად ყოფნა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მტკიცე ნებას, განახორციელოს ინვესტიციები მდგრად ინიციატივებში, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ბუნებრივი სატრანზიტო ჰაბის პოზიციას. ქართველ სახელმწიფო მოღვაწეს, ნიკო ნიკოლაძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც 1907 წელს დასრულდა ფოთის ნავსადგურის მშენებლობა, მკაფიო სტრატეგიული ხედვა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, რეგიონულ ვაჭრობასა თუ ტრანსპორტში მის როლზე. დღევანდელი ღონისძიება კი სწორედ ამ ხედვას, ოცნებას ეხმიანება და ფოთის შესაძლებლობებს სრულიად ახალ დონეზე აიყვანს. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აშშ-სა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის.
წლების განმავლობაში ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ ვმუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ისტორიები, რომლებსაც ყოველდღიურად ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებისგან ჩვენი პარტნიორობის პოზიტიური გავლენის შესახებ. ამ თანამშრომლობამ საგრძნობლად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი საზღვრები სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და პორტების გაუმჯობესების კუთხით. ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ რეგიონისთვის, ისეთი ინიციატივებისთვის, როგორიც არის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ამას შეუძლია, კიდევ უფრო განამტკიცოს რეგიონალური კავშირები, ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრა. ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა, ამავდროულად, განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა.
ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს კერძო სექტორის მიერ წარმართულ ინიციატივებს, რომლებიც „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებს ქმნიან. მაგალიათად, გასულ წელს ვმასპინძლობდით ამერიკული კომპანიების სავაჭრო მისიას, რომლებიც „შუა დერეფნის“ კონტექსტში ენერგეტიკის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის შესაძლებლობების გავლენას ინახავდა. ამერიკის მთავრობამ ასეთი ინიციატივების წახალისებისთვის საკუთარი ფინანსური რესურსებიც მიმართა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციის მეშვეობით „შუა დერეფანში“ განხორციელებული ამერიკის ინვესტიციების დიდ გავლენას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განვითარების კორპორაციამ საქართველოში კერძო სექტორში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის არის ფოთიც, სადაც თვალნათლივ ვხედავთ DFC-ის მიერ დაფინანსებული 50 მილიონი პროექტის შესახებ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარებისთვის. მოხარული ვართ, აღვნიშნოთ ამ კორპორაციის მიერ დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც „შუა დერეფნის“ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებას და მუშაობის გაგრძელებას მოემსახურება. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აშშ წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე, საიმედო მხარდამჭერია და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა.
0
0