13/01/2025
11:26
სოც-ქსელები
"ფედერალისტების"ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ქართული პოლიტიკურ სპექტრს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს.
"ვისაც პოლიტიკა გაინტერესებთ, დილას თვალს რომ გაახელთ, გააცნობიერეთ რომ საქართველოში არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური და ენჯიო ელიტა, რომელმაც
1. გაზომა
2. თავისი თვალით ნახა, რომ საქართველოს მოქალაქეების 30 პროცენტს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, დასავლეთი ომში გვითრევს, თუ არა (26 პროცენტს სჯეროდა რომ გვითრევს).
3. გადაწყვიტა უპასუხოდ დაეტოვებინა
4. არათუ თავად დატოვა უპასუხოდ ეს ხალხი, არამედ კონკურენტების პასუხიც დაუბლოკა საქართველოს მოქალაქეებს კორუმპირებული ტელემედიის მეშვეობით.
(პარტიებმა გადაწყვიტესო - ის ყეყეჩი ჯაფარიძე ხომ ყვება, ჩვენ არ გადაგვიწყვეტია, უბრალოდ ამ კორუმპირებულებმა ამომრჩეველს ჩვენი ინფორმაცია შეუზღუდეს თავიანთი მედიაისტრუმენტების მეშვეობით).
5. ეს უპასუხოდ დატოვებული 30 პროცენტი თვითგამოცხადებულმა სტრატეგოსებმა ქართული ოცნების პროპაგანდას მიუგდეს მათი ხელიდან იმ 26 პროცენტზე დასამატებლად, რომელსაც სჯეროდა რომ დასავლეთი ომში გვითრევს.
6. ეს ყველაფერი მათივე კვლევებში ჩანდა ხალხო - და მართლები ვიყავითო, ეს კორუმპირებული mediocrit-ები ახლაც თავს იმართლებენ.
აი ამ ყველაფერს რომ გაიაზრებთ, შეგზიზღდებათ ეს ვულგარული სიყეყეჩე და მერე ძალიან ენერგიულად ჩარეცხავთ.
❗️გოთემში ვართ. ბეტმენები გახდით 🦇" - წერს თამარ ჩეგოლეიშვილი "ფეიბუკში"
0
0