11/03/2022
15:32
პოლიტიკა
აღნიშნული კომენტარით სუბარმა შეაფასა ხატია დეკანოიძის მიერ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან თქვა: „სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას“.
სოზარ სუბარმა ამ განცხადების კომენტირებისას ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ხელისუფლების ცვლილებას ვერ მიაღწიეს, საქართველოს ყველა საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანებას ცდილობენ.
„ხატია დეკანოიძეს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათთან ერთად მყოფ პარტიებს უნდოდათ, საქართველო ომში ჩაეთრიათ და უკრაინაში მიმდინარე მძიმე ამბების ფონზე, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის მიეღწიათ. ვინაიდან ამას ვერ მიაღწიეს, ცდილობენ, დააზიანონ საქართველო ყველა საერთაშორისო ასპარეზზე და განსაკუთრებით სახელი გაუტეხონ ჩვენს მოძმე ხალხში, უკრაინაში, რომელსაც შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაზე დიდი დახმარება საქართველომ აღმოუჩინა. სწორედ ამიტომ უნდათ „ნაციონალებს“, რომ ქვეყნის ინტერესი დააზიანონ. საქართველოში არის რუსეთის მეხუთე კოლონა და მას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. ამ გუნდის წევრია ხატია დეკანოიძეც. რუსეთთან ომიდან ორ თვეში საქართველოს დააბრალა ომის დაწყება, აკრძალული ბომბების გამოყენება, ჰუმანიტარული და საერთაშორისო პრინციპების დარღვევა. ხელისუფლების ცვლილება რომ არ მომხდარიყო, საქართველო წააგებდა სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებს, რადგან ოთხი წლის განმავლობაში არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ არც ერთ სასამართლოში. საჩივარიც კი არ შეუტანიათ, სარჩელი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს და ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ამის შემდეგ სააკაშვილის თანაგუნდელები ბრალს გვდებდნენ, თითქოს ჩვენი მიზანი იყო, რამენაირად ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ ყოფილიყო მტკიცებულებები წარდგენილი, რაც იყო ტყუილი და ეს გამოჩნდა კიდეც ჰააგის გუშინდელი გადაწყვეტილებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0