საქართველოში ამინდი 14 იანვრიდან გაუარესდება
12/01/2025
15:19
საზოგადოება
A-
+A
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ქარი და წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი ნალექი.
„მომდევნო დღეებში ნალექების ინტენსივობა მოიმატებს. 14 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი აღინიშნოს. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. მომდევნო დღეებშიც ტემპერატურის კლება და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
დღეს და ხვალ თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია. 14 იანვარს თბილისშიც მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება“, - განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.
0
0
52
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%