
ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა გაეროს მიერ ადამიანის განვითარების ინდექსზე დაყრდნობით ცხოვრების სტანდარტის რეიტინგი შეადგინა, რომლის თანახმადაც, საქართველო ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს.
საქართველო 0,844 ქულით რეიტინგში 57-ე ადგილზეა. რეიტინგის მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74,5 წელს შეადგენს. სასწავლო დაწესებულებებში სწავლის საშუალო ხანგრძლივობა - 16,8 წელს. მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 20 ათას დოლარს აღემატება.
სომხეთი რეიტინგში 69-ე ადგილზეა. აზერბაიჯანი - 81-ე, რუსეთი - 64-ე, უკრაინა - 87-ე, მოლდოვა - 86-ე, ყაზახეთი - მე-60, უზბეკეთი - 107-ე, ტაჯიკეთი - 128-ე, თურქმენეთი - 95-ე და ყირგიზეთი - 117-ე.
რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რეიტინგში ლატვია 41-ე ადგილზეა, ლიეტუვა - 39-ე, ესტონეთი - 36-ე.
The Economist-ის მიხედვით, ცხოვრების საუკეთესო სტანდარტი ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვეიცარიაშია. ცხოვრების ყველაზე ცუდი სტანდარტი კი სამხრეთ სუდანშია. აფრიკის ეს ქვეყანა რეიტინგში ბოლო, 193-ე ადგილზეა.
0
0