
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება.
კვლევის ავტორების განცხადებით, ხუთეული ასე განაწილდა:
სომხეთი — 96%;
საუდის არაბეთი — 94%;
აზერბაიჯანი — 88%;
პაკისტანი — 86%;
საქართველო — 83%.
ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თავად არ იბრძოლებს, მოხვდა:
იტალია — 78%;
ავსტრია — 62%;
გერმანია — 57%;
ნიგერია — 54%;
ესპანეთი — 53%.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევის ფარგლებში, ჯამში, 46 138 ადამიანი გამოიკითხა და თითოეული ქვეყნიდან ინტერვიუერთა რეპრეზენატატული რაოდენობა იქნა შერჩეული.
გამოკითხვა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა პირისპირი, სატელეფონო ან ონლაინ ინტერვიუს სახით. Gallup international-ის თქმით, კვლევის ცდომილების ზღვარი არის 3-5%.
“ნეტგაზეთი”
0
0