26/06/2023
14:25
პოლიტიკა
საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს. პრიგოჟინის ამბოხმა დაგვანახა, რომ დაახლოებით 10 000-კაციან არმიას როსტოვიდან მოსკოვამდე შეუძლია თითქმის 500 კილომეტრი ისე გაიაროს, არცერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ოქრიაშვილის თქმით, სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება.
„ეს ნიშნავს, რომ პირადად პუტინის, რომელიც რუსეთს 23 წელიწადია შიშითა და ტყუილით მართავს და მისი რეჟიმის დაცვა არავინ სცადა. ეს ბუნებრივია – კორუფციაზე, ტყუილსა და შიშზე აგებულ ხელისუფლებას დამცველი არ ჰყავს. სამწუხაროდ, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს. რატომ?! იმიტომ, რომ ასეთივე კორუმპირებული, შიშსა და ტყუილზე დაფუძნებული სისტემა ააგეს. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება“, – წერს ოქრიაშვილი.
0
0