17/10/2021
10:36
სხვადასხვა
„ჯიქი კვლავ საქართველოშია! საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა, თავდაუზოგავი მცდელობისა და ძებნის შემდეგ, კვლავ დააფიქსირა ჯიქი/ლეოპარდი (Pantera pardus) საქართველოში.
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის მიერ აგვისტოში გადაღებული ჯიქის ფოტო დღეს აღმოაჩინეს ჯგუფის წევრებმა.
ჯიქის ნაკვალევი ბოლოს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იქნა ნაპოვნი 2009 წელს, მას შემდეგ კი დღემდე აღარ დაფიქსირებულა საქართველოში.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ლეოპარდის კონსერვაციის პროგრამა 2000 წლიდან ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში WWF შვეიცარიისა და WWF გერმანიის მხარდაჭერით.
ფასდაუდებელია ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის წვლილი ლეოპარდის კონსერვაციის პროგრამის დანერგვაში და აღნიშნული წარმატებაც სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება.", - აცხადებენ ნაკრესის ჯგუფში.
0
0