
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მუსტაფა ჩიფთჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დოკუმენტს აკადემიების ხელმძღვანელებმა, გიორგი სახოკიამ და მურატ ბალჯიმ მოაწერეს ხელი.
„მემორანდუმის მიზანია სასწავლო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საპოლიციო განათლების სფეროში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
0
0
3 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/09/2026