
8 სექტემბრიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზის აღება დასჭირდებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრძანება არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ტრანზიტით მყოფ საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც: ჩამოსვლა გაერთიანებულ სამეფოში 2023 წლის 5 ოქტომბერს ან მანამდე, ან
ამ კანონის ძალაში შესვლამდე (პარასკევი, 8 სექტემბერი) უკვე დაჯავშნილი იყო მოგზაურობა.
ბრიტანეთში ნორმატიული აქტი ძალაში შედის პარლამენტის წინაშე წარდგენიდან არა უადრეს 21 დღისა. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა პარლამენტის წინაშე წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, არის სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მიემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში და ითხოვენ თავშესაფარს ჩასვლისთანავე.
2018 წლიდან, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად იკავებენ პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ბოროტად იყენებენ გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს თავშესაფრის მოთხოვნისთვის.
შს სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებისგან გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტამდე სატრანზიტო ვიზის მოთხოვნა ხელს შეუშლის ტრანზიტის მოტივით გამგზავრებასა და შემდეგ თავშესაფრის მოთხოვნაში.
0
0