
ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს, მაგრამ ყოველთვის არსებობს სივრცე ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად. უაღრესად ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თქვენს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაიზინგერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მადლიერებას გამოხატავს პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ჩვენ გვქონდა კარგი შესაძლებლობა, გვესაუბრა ავსტრიასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს, მაგრამ ყოველთვის არსებობს სივრცე ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური კავშირები და მზად ვართ, ვიმუშაოთ კიდევ უფრო აქტიურად, რათა გავაფართოოთ ეს თანამშრომლობა ბიზნეს საზოგადოებებს შორის, ორი ქვეყნის ეკონომიკურ მოთამაშეებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თქვენს მხარდაჭერას. საქართველოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. ჩვენ გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მართლაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მიერ სუვერენული არჩევანის გაკეთება და შემდგომ ამ არჩევანის მხარდაჭერა – ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0